HOLD.UCOZ.COM
ხუთშაბათი, 2024-11-21, 4:38 PM
სტუმარი | RSS

Copyright MyCorp © 2024 გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები
menu
თამაშები
პროგრამები
ფილმები
ქართულად
ელ-წიგნები
მუსიკა
ვიდეოები
შესრულებული თხოვნები
hold TORRENT
ლინკები

Our poll
როგორი საიტია?
სულ ხმები: 312

top
TOP.GE

the best soft

მთავარი » 2009 » მაისი » 21 » ყივჩაღის პაემანი
9:09 AM
ყივჩაღის პაემანი
ყივჩაღის პაემანი


ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

კატეგორია: ელ-წიგნები | ნანახია: 1233 | დაამატა: beka1beka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Login form

music

Our poll
როგორი საიტია?
სულ ხმები: 312

ფილმები
HTML clipboard