HOLD.UCOZ.COM
პარასკევი, 2024-04-19, 5:24 PM
სტუმარი | RSS

Copyright MyCorp © 2024 გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები
menu
თამაშები
პროგრამები
ფილმები
ქართულად
ელ-წიგნები
მუსიკა
ვიდეოები
შესრულებული თხოვნები
hold TORRENT
ლინკები

Our poll
როგორი საიტია?
სულ ხმები: 312

top
TOP.GE

the best soft

მთავარი » ელ-წიგნები
ყივჩაღის პაემანი


ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

Категория: ელ-წიგნები | Просмотров: 1211 | Добавил: beka1beka | Дата: 2009-05-21 | Комментарии (0)

მარიტა


ვის არ უყვარს მზე?

მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, “ცას წავალო“ რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.

პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!

როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!

მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.

არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!

მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.

ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!

ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!

მარიტა!

მარიტა - თითქოს მზე ჩამოვარდნოდა!

ქალი კი არა, - მთვარის გამოახლება იყო!

მარიტა – ჩემი ყრმობის მეგობარი! ქალებში – დედოფალი.

- შენ „მზევარ“ უნდა გერქვას, „მზევინარა“, ბევრს უთქვამს მარიტასათვის.

მარიტას მერე , მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაევრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.

- ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ.

- რამ წარმოქმნაო? - ჰკვირობდნენ.

მართლაც, ხეობის თვალი იყო მარტა.

ახლაც ჩემს თვალწინ დგას ალმასური სახე, მწყაზარი. მოციმციმე ტრედონა, წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი – მტრედივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე; ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული.

მართლაც , პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა!

გიოცნებია ნუკრის თვალებზე? გყვარებია მერცხლიანი თვალები? ძვირფასი სახის დამარმარება? მარიტას სახე – მართლაც სინათლე იყო! ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე!

მარიტა ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა! რა უცნაურია ბუნება! როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება!

მარიტას სულის მშვენიერაბა აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა !

თვითონვე გრძობდა მარიტა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს, გულში მადლიერობდა, რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და ამ ნაჩუქარ დიდებულ განძს, თავისი ზნეობითაც უვლიდა, ნაზად და სათუთად უვლიდა...იცოდა რომ უხვად იყო დასაჩუქრებული! იცოდა, აფასებდა, უფთხილდებოდა!

რამდენ ვაჟს უნატრია: ნეტამც შვილად გავჩენოდი შენს დედამთილსო!

-ახ, ვინ ბედნიერი გაისაკუთრებს?ვინ იქნება მისი მისი მკუთვნელიო?

_გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი?

_განა ეთერიც გლეხის ქალი არ იყო, უღარიბესი მეწისქვილის ასული, მეფისწული აბესალომი რომ ეტრფიალა?

ჩემი სახლის გასწვრივ მოჩანდა ჩაჩიკას ქოხი, ვეება ლეღვის ხეს გამობმული! ამ ქოხი შვილი იყო მარიტა! _ჩვენი ნათლული და ჩემი მეგობარი; დედით ობოლი, დიდედა ლელაურის მუხლქვეშ გაზრდილი.

მაშინ ის პატარა გოგო იყო, მეც მისი ტოლი ბიჭი ვიყავი!

ენკენისთვის მიწურულები იყო, როცა ყურძნები დაკრეფილია, ქვევრები ნიგვზის ფოთლებითა და აყალოთი ახლად არის წახურული, ეზოებში კი მოდებულია ბრელო ახლადმოჭრილი სიმინდისა. ამ დროს მოყვითლული დღეები კელაპტარივით იწვიან. ჰაერი გამჭირვალეა, ცა ლურჯად ჩამდნარი, უციაგესი...

უჩუმრად იდგნენ ცივ_გომბორის მთები, ჩემი მშობელი მთები. ქვევით იორი ლაპლაპებდა ომში ამოღებული ხმალივით. ივრის ხასხასა ჭალები ნოყივრად შრიალებდნენ. უბნის გოგო - ბიჭები ჰაერში გაბმულ “ირმის დორბლებს“ ვიჭერდით, დავკუნტრუშობდით, ვღეროდით.

უეცრივ, ჩვენს ეზოში შემოვიდა შუახნის, შეჭაღარავებული ცხენოსანი, უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა - მარიტა.

ყვითელი აბრეშუმივით თმა_კულული... ლურჯი თვალები....ისე ვიგრძენი, თითქოს ჩვენს ეზოში ია შემოვიდა შემოვიდა და შემოეფინა... მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე მერე მოწიწებით მივუახლოვდი, ხმის გაცემა გავბედე და... მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა!

ახლად დაქვრივებული ჩაჩიკა ჩვენსას სტუმრად მოსულიყო თავისი დაობლებული პატარა გოგოთი. მალე მარიტას ნადედობიც გამოჩნდა-დიდედა ლელაური!

დედაჩემს ძალზე გაეხარდა ნათლულის ნახვა. კარგადაც დახვდა. მთელი დღე ჩვენთან დაიმყოფეს მარიტაანთ. მეორე დღეს, ჩაჩიკა სიდედრის ქოხში

ჩასახლდა.

იმ დღიდანვე მუშაობას შეუდგა შრომამოუწყენელი ჩაჩიკა თავისი სიდედრის, მამულში, თვითონ არაგვიდან იყო, ცოლი რომ მოუკვდა, იქ ვეღარ დადგა, ცოლის სიყვარულით მის სოფელს შემოეხიზნა.

მშვენიერი ვენახიც გააშენა! სულ ერთთავად შიგ მუშაობდა! მეზობლები დიდ პატივსა სცემდნენ შრომისათვის:

-სირცხვილია, ჩაჩიკას ღვინო საქეიფოდ დაილიოს, წამლად უნდა მიიღო და წვეთეულად იხმაროო!

ღარიბი იყო ჩაჩიკას ოჯახი, თუმცა ჩაჩიკას გარდა დიდედა ლელაურიც მხნეობდა.

წერა-კითხვაში გაწაფული მარიტა ახლა სხვას ასწავლიდა ანაბანას დიდის

გულმოდგინებით. რომ წამოიზარდა, საოცარი ხალიჩის მქსოველი დადგა! გაზაფხულის ყველა ფერით ხალიჩას ჰქსოვდა, გამოცდილ ოსტატივით!

მეც იმ დროებში დავიწყე ლექსების წერა. ორივემ ვიგრძენით, რომ ხელოვანნი ვიყავით და ალბათ ამიტომ სულის თვისტომები გავხდით... შეიძლება ესეც იყო ცჩვენი ასე დამეგობრებისა; მაგრამ, მაშინ რომ ჩემთვის გეკითხათ, გეტყოდით, რომ მიზეზი,- მარიტას უნაზესი ხმა იყო და კდემამოსილი სახე, თანაც უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე.

რატომღაც ზედმეტად სჯეროდა ჩემი პოეტობისა:

-მომეცი შენი ლექსი, ამ ფარდაგზე ამოვქსელო! - მეხვეწებოდა, - აქეთ-იქიდან კი, ვარდებს ამოუქარგამო.

მაგრამ სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი თითების შრომისა?

ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას,რომ მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერია!

ერთხელ, ჩემი მასწავლებელი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, ჩამაცივდა:

_ჩქარა “საქართველოს ჰიმნისათვის“ ლექსი დამიწერეო! მალე გავთავისუფლდებით და ჰიმნი დაგვჭირდებაო!

ეტყობა, სულხანიშვილს მარიტასათვის სჯეროდა ჩემი ნიჭისა!

ცხადია, თავი ხიფათში არ ჩავიგდე და კისრად ვერ ვიდე მუსიკოსის დავალება, ისევე როგორც მარიტას თხოვნა.

ეს იყო 1916 წელს,რევოლუციის წინა წელიწადს!

საოცარია,როგორც მარიტა და ნიკო სულხანიშვილი მთხოვდნენ დაჟინებით ლექსს, ისე ჩემთვის აღარავის არ უთხოვია ლექსი, არც ერთ რედაქტორს, არც ერთ თაყვანისმცემელს!

საოცარი მშრომელი იყო ჭირდებული დიდედა ლელაური, მარიტაც მას მიემგვანა, მასაც სწყუროდა ცხოვრების წმინდა წყაროს წყალი!

მარიტა შრომაშიც ფაქიზი იყო, მუდამ ფურფუშებით და ფანცი_ფუნცებით მორთული წინსაფარი ჰქონდა აკრული__მარწყვის ყვავილით მოჩითული.

საშინლად მეცოდებოდნენ “მეთავთავე ქალები“თუ ბალღები. მკათათვის სასტიკ სიცხეში ტვინი უნდა აედუღებინათ ცხარე მზის გულზე! წაღუნულებს, სისხლდაწკრეტილებს, ნამგლისაგან გაბნეული, დანარჩენი თავთავი უნდა მოეკრიფათ. წინსაფრით შინ ეზიდებოდნენ.

ეს მათი წლიური სარჩო იყო, ხოლო თუ ქალს ქმარიცა ჰყავდა, ეს მონაკრეფი თავთავი მაინც მისი პირადი ქონება იყო, ქმარი ვერ შეეხებოდა, ამას მიუმატებდნენ კალოს გალეწილ ჯელჯს და ბოლოს საკუთრად ლეწავდნენ. ამ პაპანაქებაში, სიცხეში, საშინელი ჯაფით შეგროვილი გროშებით ქალს შეეძლო მეწვრილმანისაგან ქმრის დაუკითხავად ეყიდა თავიჩითი საკაბე თუ ბამბაზია, საკუთრივ ან თავის შეუმოსავ ბავშვებისათვის.

მკათათვის დილიდანვე სამკალში გაშლილ დედაკაცებში ჩადგებოდა მარიტა და გულმოდგინედ ჰკრეფდა დაბნეულ თავთავს. მე ვერ ვიტანდი მარიტას სიცხიგულზე შრომას და ვეშველებოდი. ბევრჯერ დედაჩემი გამჯავრებია, მზე არ ჩაგვარდესო, მაგრამ თავთავებზე წახრილ მარიტას არ წავხმარებოდი, არ შემეძლო.

-წადი, გენაცვალე, არ დაისიცხო! - წყნარად მეტყოდა მარიტა და მისი უნაზესი ხმა უფრო მაბამდა იმ ადგილს, სადაც მარიტა ჰკრეფდა თავთავებს, ვიდრე მზის შუქი ჩაიკრიფებოდა.

იწვოდა დუბიანი, მზისაგან დამწვარი წითლობი; შორს ჰმშვენოდნენ გრილი ბაღნარები; მაგრამ საგრილობელი, ჯავრიანი ხეები მარიტასთვის არ შრიალებდნენ.

საღამოთი, სახემტკბარი მარიტა გამობრწყინდებოდა თავის დერეფანში, სულაც არ ეტყობოდა მთელი დღის დაღლილობა. პირმოოქროვილი დეიდა ლელაური წადიერებით ეალერსებოდა საყვარელ შვილიშვილს.

-ჩემო სპეტაკო შროშანავ, ჩემო ბამბიქულავ! რად გინდა მზითევი? შენი მზითევი-შენი აბრეშუმივით გადავარცხნილი თმებია!-ეტყოდა დიდედა.

-შენი მზითევი- შენი იისფერი თვალებია!

-მთვარისპირავ, შენი გულ-მკერდის ნათელი -შენი მზითევია!-და ეგრე უნდა ჩაჰყოლოდა ანაგებად, თავიდან ფეხის ფრჩხითებამდე დიდის ალერსით დამტკბარი ლელაური.

კრძალული მარიტაც ჩუმად ნებივრობდა.

-შენთვის გაქარწყლდეს დიდედაშენი, ჩემო ობოლო, მარგალიტზე უთეთრესო!-განაგრძობდა დიდედა და თან ნაწნავს უწნავდა. წამოწოლილი მარიტა შველივით განაბულიყო.

-ვარდის ჩიტო, პატარა მტრედო გვიძინა! - არა ცხრებოდა დიდედა ლელაური.

მზის ცისკარო!

ჩვენს დროს ბავშვთა ერთი ბედნიერი დღე “ არიფანა “ იყო-საძმო სუფრა,- ყვავილთა დღესასწაული, ყრმათა პურ-მარილის შეერთება. არიფანას ყოველწლიურად, ვარდობისთვეში, ვმართავდით უბნის ბავშვები.

შინიდან წავიღებდით წინასწარ დამზადებულ სანოვაგეს, ტკბილეულს, ტკბილ სასმელს, შერჩეულ ადგილზე გავშლიდით სუფრას, თავზე დავიდგამდით გვირილის გვირგვინებს, სუფრა კი ვარდ-ყვავილებით, ზიზილებით გვქონდა აყვავებული.

ვმღეროდით, ვლექსობდით, ვცეკვავდით, ვთამაშობდით.

კარგად მახსოვს, უკანასკნელი არიფანა ჩვენი ვენახის თავში გავმართეთ, დიდი სამასწლოვანი კაკლის ჩრდილის ქვეშ.

მე, ძველი არიფანების მონაწილეს, მიფიქრია, რატომ ისევ არ შემოვიღებთ

ჩვენი ბავშვებისათვის არიფანას,-ამ მშვენიერ ძველქართულ ჩვეულებას,-ბუნების დღესასწაულობას ყმების მიერ?

უკანასკნელ არიფანაზე განსაკუთრებით დამახსოვდა მარიტა, არიფანას დიასახლისი! უკანასკნელის, ვამბობ, რადგან მაშინ უკვე საარიფანო ჰასაკს გადავაღწიეთ, მოზარდობაში გადავდგით ფეხი, ერთი ჩვენი ტოლი გოგო იმ წელს

კიდევაც გაათხოვეს.

და აი, უკვე სხვა თვალით მეჩვენა მარიტა, - გარდასხვავებული! შედედებული, მკერდამოვსებული ქალწული იდგა თეთრმოვარდისფერო კაბაში!

არიფანას სუფრაზე მარიტა ტკბილი მზრუნველობით დიასახლისობდა, რიგს

გვაძლევდა, დაგვზრუნავდა, გვეალერსებოდა. ოდნავი სევდა უკრთოდა თვალებში, ალბათ იმიტომ,რომ ჩვენსავით ისიც სამუდამოდ ეთხოვებოდა ბავშვობას, უკვე მოზარდობის ჰასაკში გადასული.

ისიც შევნიშნე, რომ ჩვენი მეზობელი, ჭაბუკი მეძროხე გედია ნათელიძე, თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბიჭი, სუფრის თადარიგში ეხმარებოდა; თან მოკრძალებითა და ღიმილით მისჩერებოდა; თითქოს რაღაცას ემუდარება, შესთხოვსო, ხან თითქოს კიდევაც ებუზღუნებოდა. ერთი სიტყვით, ისე მეჩვენა, რომ გედია ვერავის ამჩნევდა მარიტას გარდა. ის მშვენიერი ყვავილთა გვირგვინი, დიდის ეშხით რომ დაწნა გედიამ, სწორედ მარიტას დაადგა თავზე, ლეკურიც მასთან იცეკვა!

მარიტასაც ეტყობოდა უჩვეულობა-უეცრად მოსწყდებოდა იქაურობას, გაირინდებოდა, თითქოს სხვა სამყაროში გადასულაო, და მის მშვენიერ, კამკამა სახისთვის თითქოს ნაღველს თავისი ფრთა გაეკრა...

შესემჩნევი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც-რჩეულებში ამორჩეული! მაგრამ მარიტასთვის ღარიბი, უქონელი, უყოლელი, უმამულო!

მალე ხმა დაირხა მარიტა და გედია შეყვარებულები არიანო! გედია აღარ მალავდა. ერთხელ ჩემთანაც წაიღიღინა, ტყეში რომ ვიყავით შინდზე:

„ მენატრები,მარიტავ,

სული ამდის ყელშია!“

გედია ზაფრადაცემულივით ტორტმანებდა, იკლაკნებოდა სიყვარულით, მოუსვენრობდა, საქმეს თავს ვერ უდებდა, სიყვარული შეჰსეოდამის თითოეულ უჯრედსა და ძარღვს.

„წყეულო სიყვარულო,

ვაი, ჩაგავლებ ხელსა,

სულ ლუკმა-ლუკმა დაგკუწავ,

მერე შეგიკეთებ ცეცხლსა!“

ბევრი სხვაც იყო მარიტას სხივოსანი სახით ელდა დაკრული. თვალმცეცხლი ბიჭები ეტმასმებოდნენ მარიტას, არა ერთი ჭაბუკი მწყემსი, მევენახე, მეხრე თუ მეძროხე.

მარიტას ბრალი იყო, ზოგს რომ ძროხები ეკარგებოდა, ზოგი სამუშაოზე ვეღარ მიდიოდა, ზოგი ღამეს თეთრად ათენებდა, ზოგი დღისითაც გმინავდა.

-გაძნელდა უშენობა!

შორიდან შესჩიოდნენ მარიტას აჩრდილს.

მაგრამ ყველაზე მეტად დაჭრილი გედია იყო.

მახსოვს, სიონობა ჩვენს სოფელში, დღეობა და ღრეობა.

მოზარდობა ფოლორცზე ორ ჯგუფად გავიყავით.

ერთი ცალ მხარეს იდგა, მეორე - მის პირდაპირ.

ხელი ხელთ გვქონდა დავლებული. ჩვენ რომ სიმღერით ვიტყოდით, თან სკუპით წინ მივიწევდით, მეორე ჯგუფი შეგვეპასუხებოდა სიმღერით და სკუპითვე უკან დაიწევდა.

ჩვენს ჯგუფში მარიტა იდგა, მეორეში__გედია.

გედიას ჯგუფმა ძველებურად მოგვიმღერა:

- ა, ნიშანი, მოგვეც, ქალო, თამროს გარდამაო!

ჩვენ ვუპასუხეთ: არ მოგცემთ და არ

ვიკადრებთ, თამარ კარგა ვყაო!

გედიას ჯგუფი: - მეძროხის ცოლად

მინდოდა, თამროს გარდამაო!

ჩვენ: - მეძროხე მოჩანჩალეა,თამარ კარგა!

ვყაო

გედიას ალმურმა აჰკრა, გედიას ჰკენწლავდნენ.

არა ცხრებოდა სიმღერა:

გედიას ჯგუფი: - მომე თოფი, მოვიტა-

ცებ!

მარიტას ჯგუფი: ვერც მოხვალ და ვერც ხელს ახლებ!

გედიას ჯგუფი: - ნიშანი მოგვიტანია.

მარიტას ჯგუფი: - არ გვინდა შენი ნი-

შანი!

გედიას ჯგუფი:-ასი თუმნის ფარჩა!

არი

მარიტას ჯგუფი:-არც შაურის ძონ-

ძებია! სანეხვეზე ნაგდებია!

გედიას ჯგუფი: მოველი და მოგიტაცე!

მისცვივდნენ მარიტას და გაიტაცეს თავის მხარეზე. მაგრამ მოწინააღმდეგ ჯგუფმა ისევ უკან გამოიტაცა.

ამნაირად, არ ემეტებოდათ მარიტა მეძროხე გედიასთვის.

შემდეგ ორივე ჯგუფი შეერთდა, გაჩაღდა ტაშ- გოგონა.

თავდავიწყებული გედია უვლიდა, ცეკვავდა და თან ლექსს შესძახებდა

რაღაც ჟინით:

ლე, ლე, ლეკურ - კაბა!

გოგოებმა შეუკიდეს.

დედამ კაბა შემიკერა, დარაია, შრიალაო!

აბა, ბიჭო, შემოხედე, როგორ მადგა ტანშიაო!

ბიჭებმა შეუძახეს:

ღმერთმა შენცა შეგარცხვინა,

შენი კაბის არშიაო!



გედიამ მარიტა გაიწვია საცეკვავოდ,მარიტამ თვალი მიანათა და... შეცურდა წრეში, ცეკვავდა მარიტა და ყველანი მას მივჩერებოდით... როგორ უხდებოდა ქალწულს თვალთა ნარნარება! თითქოს ნიავი ცეკვავს ლერწმის წვერზეო! ყველამ სული განაბა და როცა მარიტას ბოლო წრე უნდა შემოევლო, სწორედ ამ დროს, თვალი შეჰკრა საყდრიდან გამოსულმა ბებერდედა ლელაურმა, ხელი ჩაჰკიდა და წრიდან გაიყვანა.

მარიტა დარცხვენილი იდგა დამნაშვესავით, თითქოს უჩინთვალმა გაუგო გედიასადმი ტრფიალება და აუკრძალაო.



- რა შენი ტოლია ეგ ჭირსაცმელი? - ცალკე საყვედურით უთხრა მარიტას.

მარიტას პირველად დაეწვა გული...

მეზობელი ბიჭებიც გადამეტი სიყვარულისათვის დასცინოდნენ მგრძნობიარე

გედიას, - სად არის ამდენი დრო, რომ მარტო ქალს შესწირო, ათასი საქმე აქვს სოფელში ადამიანს და თავშისაცემი? გედია კი მარტო მარიტას გზას ანდობს თვალებსო?





--ეგრე არ უნდა, შენ , ბიჭო,

ნიადაგ ქალთან სწორება.

ხან ხვევნა უნდა, ხან კოცნა,

ხანდახან მკლავზე გორვება,

ხანდახან კარზე გახვიდე,

უკან არ დაგრჩეს ცხოვრება!





განა ცხოვრებისაღა რამ ესმოდა გედიას? ერთს საღამოს მენიშნა გედიას

დედის, ხათუთას, სიტყვები, შვილს რომ მუდარის მიჰმართავდა დერეფანში,.

როცა ძროხის მოწველის მერე ფეხი წამოჰკრა ქვას, საწველელი წაექცა და რძე დაე

ღვარა:

--დავბერდი , შვილო, შრომა აღარ შემიძლია, თვალთ აღარ მიჭრის, ნისლი რომ

მეხვევა, სუდარა მგონია! ცოლი მოიყვანე, ცეცხლის ამნთები მინდა! მარიტა მოიყვანე, სანთლით ნარჩევი ქალია!

რა იცოდა ხათუთამ, რომ მის შვილს უკვე შმაგურად შეჰყვარებოდა მარიტა!

მოეყვანა კი არა, წამსვე ხელს დასტაცებდა , ციმციმ გამოიტაცებდა, თავსაც შეაკლავდა. ლელაურისა ეშინოდა, თორემ მარიტას თანხმობა კიდეც ჰქონდა მიცემული!

ავარდა სიყვარულის ალი! ავარდა და აგიზგიზდა!

მარიტასაც და გედიასაც ახლა შეეძლოთ “ვისრამიანის“ ენით ეთქვათ ერთმანეთისთვის : “ჩემგან კიდე საშენო სხვა აღარავინ იპოების და შენგან კიდე საჩემო! მე მაისი ვარ შენ__ გაზაფხული!“ან ერთად ემღერათ:



,,გინდ მოვიდნენ ცხრანი მზენი ,

მე უშენოდ ვერ დამთბება!¨



მარიტას “მისაფუძვლამდე“ შეერყია გედიას გული! მარიტა და გედია ერთმანეთის საფერისები იყვნენ, მაგრამ მათი ბედი გადაწყვიტა დიდედა ლელაურმა:

გედია? ცუდი ბიჭი როდია, მაგრამ უარსებოა, ღარიბი! ჩემს ერთადერთ

შვილიშვილს ვერ დავაჩაგვრინებ, ისიც გვეყოფა, რაც გვწეწა სიღარიბემ! -და თითისტარს ჩახვეულ ფარტენაზე ცრემლი დააგდო.

მაშინ მწყემსი შეთე დაუბეჯითეს და კიდეც მოიწონა.

-შეთე? - ცხვრის პატრონი, სიმდიდრით დამტკბარი! მისი ცხვრის ფარები თურმე თრიალეთის მთებს ღრუბელივით აშავებს და წვიმასავით იწველება!

-შეთეს ბეღლებში კიბით უნდა ჩაიხედო! სავსე აქვს ქვევრი, ჭურჭელი, გოდორი!

ჩემი მარიტაც გაიხარებს; სიღარიბის პატარძლობა არ უწერია, სულ ვარდი უნდა აყაროს ცხოვრებამ; მზით უნდა იყოს გადანამქრული! ამის ღირსია! -წარმოთქვა უმერყეო ბერდედამ.

ამ სიტყვებს წინ ვერა დაუდგა-რა ...

თუმცა კი ჩაჩიკამ გაიკმარა საოჯახო თათბირზე:

-რათ უნდა უსიყვარულო სიყვარული? კალთაში ჩაეშლებაო! ოქროთი ვერ მოიგებ ბედნიერებას! - მაგრამ ვერც სიღარიბის დასასუსხად გაიმეტა და თანაც სიდედრის მკაცრმა კილომ გააჩერა:

-ჩემი შვილის უბედურებაც მეყო და ისიც, აქამდის რაც ვიწვნიეთო!

აგრე შერთეს მარიტას უნდომი, უნდო, უყვარული ქმარი შეთე__მლაშე ,ზვიადი , ყომრალი კაცი, მგლისფერი!

პირანთებული მარიტა მიემკვდარა, რა შეიტყო თავისი ბედი, მაგრამ რას იქმოდა? ბევრჯერაც თვალებს დახუჭავდა, წარმოიდგენდა თავის გედიას! დიდი იმედები გამტვერდა!

ვარსკვლავმა გვირგვინი ჩამოიყარა... ლალის საყურე გაშავდა...

ქორწილი რომ გათავდა, მარიტასა და შეთეს საქორწილო გვირგვინები ხმლითა და ხანჯლით აჰხადეს, ვითომც უომრად, უბრძოლველად, უხმლოდ და უხანჯლოდ ამათ ვერავინ გაჰყრისო. მარიტასათვის ნისლისფერი ცხოვრება დაიწყო...

შეთე, ნამშრალი, გოროზი, ყველასაგან უყვარული და ყველას უარისმყოფელი, დახარბებული იყო ცხოვრებას. დღეში ათჯერ დასთვლიდა თავის ცხვარს და კიდევ არ ეკმავებოდა.

არ უყვარდა ღარიბი თანამოძმენი: გაბოტილი იდგა დაჰკილავდა.

ერთხელ ასეთი სიტყვა გათალა:

-თანატოლები რათ უნდა ვიყვნეთ ქონებულიუ და უქონელი-თან შავი ალმური ასდიოდა სახეზე.

მარიტას გულზე მჩხვლეტავი ნემსებივით ეჭიდებოდა მგლის ნაკბილარივით შეთეს სიტყვები.

გედია? გარეგნულად არ შემკრთალა, წარბიც არ შეიდრიკა სიამაყით, მას ეგონა,თუ ქალმა გასწირა!ჯერ სულაც გაჰქრა სოფლიდან, მერე ორჯერ სამჯერ ‘აიარა შეთეს ახალი სახლის წინ დათოვლილი ნაბდით, მარიტასკენ არც კი გაუხედნია!

დრო გადიოდა. ესე ამბავი ყველას დაავიწყდა, გედიას და მარიტას კი – არა!

ოი, სასწაულო, არ ვიცი, ვისი რჩევით, შეთემ გედია ნათლიად მიიყვანა, როცა ბიჭი ეყოლა. ბოროტი ენები მარიტას აბრალებდნენ.

გედია ისე იქცეოდა, როგორც ყველა ნათელ-მირონი, ეტყობოდა შეთემ არა იცოდა-რა, ან რა უნდა სცოდნოდა?!

გედი და მაროტა ცალ-ცალკე, უჩუმრებად ებრძოდნენ გრძნობას და ვერ მორეოდნენ .

... და ერთხელ, როცა შეთე თრიალეთზე იყო, ხოლო მისი დედა გულიზარი ამიერ ქვეყნიდან გასულიყო, გედია ჩავიდა მათს ოჯახში სამძიმრის სათქმელად.

მარიტასთვის სამძიმარი უნდა ეთქვა ნათლიას, მაგრამ ნამდვილად კი, მარიტას ღიმილი სწყუროდა! სულ ერთი სიტყვაც რომ გაეგონა მისგან, მთელ წელიწადს იკმარებდა ბედნიერებისათვის!

მარიტაშემთხვევით მარტოდმარტო დახვედროდა ოჯახში.

--გაუმარჯოს იმ ორ წვეთ თაფლს, რომელიც დღეს ერთ სიტკბოდ შეერთდება!-- კისკისებდა სიო.

ლოყაწითელი მაისის იასამნის მიბნედილი სურნელი მხიარულობდა...

ასე შეხვდნენ ერთმანეთს—ახალი ტარიელი და ნესტან-დარეჯანი...

მეზობლის შინაბერა ბალბალუკას,--„ნემსისპირას“, კივკივით მოსიარულეს, არ გამორჩა გედიას სტუმრობა. კევიღეჭიამ გამოაქვეყნიერა ყოველივე.

სოფლის ენაკეციამ ნაზი, ქლარცი და თავაზიანი ლაპარაკი იცოდა. და ამ ნაზ სიტყვათა გადაცემა-გადმოცემაში, თავისი ვითომდა კლდამამოსილებით, მთელ სოფელს ამცნო გედიას და მარიტას ვითომდა საცოლქმრო შეყრა.

ბალბალუკას ნაენავი, ჭორშესხმელი, ამბავი მივიდა სოფლის მეუფროსემდის.

-- განა სოფელი ბრმა არი, განა განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება? -- რისხვით ამბობდა ციციკორე.

-- არა, ღობესაც თვალი აქვს, კედელსაც, ჯამ-ჭურჭელსაც!

-- ქალი ეშმაკის თვალია!-- წარმოსთქვა ციციკორემ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.

ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე ციციკორე თავზე ცივ წყალს ისხამდა. გმინავდა, თრთოდა. ტვინი გაუფიცხდა.

-- მირონი დააქციეს, ტალახში შარიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყნის გადაჯიშების ნიშანია სწორედ! მერე ვის დროს ხდება: ჩემს ხელში! ღმერთიც მე მომთხოვს პასუხს, ქმარიც, სოფელიც, ჩამავლობაც!

-- ვაი, თემო და სოფელო!-- ბობოქრობდა ციციკორე.

-- დამიძახეთ ელიას, ზაზას, გორიას, სოლომონს,ყანდუას,ზაქარას!-- განკარგულებას იძლეოდა.

შუაღამისას სოფლის თნამოავკაცების ფარული თათბირი გაიმართა ციციკორეს საბძელში . დიდი სჯა_კამათი იყო. ციციკორემ გულის ბოღმა_ვაება წამოცალა. თავისი დაიჟინა . ზოგი კი წინაღუდგა , მაგრამ გავლენიანმა სოფლის მეუფროსემ მაინც თავისი გაიტანა , და ვინც კი თავდაპირველად გაიკმარა , ბოლოს იმანაც კი ციციკორეს მხარი მოაბა მკაცრ გადაწყვეტილებაში!..

... ზაფხულის ნაცრისფერი დილა გათენდა ,ნაწვიმარი ,ნაცივარი, წუხანდელი წვიმის ღრუბლების ნაფლეთებიკიდევ დახეტიალობდნენ ჩვენი სოფლის ცაზე , თითქოს ცაც იყო შეციებული,შეტალახებული,გამურული,ჰაერიც უგემური,წუხანდელ ნაწვიმარზე. წვიმით მტვერგარეცხილი ძეძვის ორღობე უფრო ჩაშავებულიყო,ჩუმი წვიმის წვეთები ცრემლივით ცვიოდა.

დილაადრიან, უეცრად რაღაც ყრუ გუგუნმა თუ ზრზენამ გამომაღვიძა...

ლოგინში ვნებივრობდი და ნათბილარს წამოდგომა მეზარებოდა... გუგუნი იზრდებოდა, ჩვენს სახლს უახლოვდებოდა...
მაშინღა ვეცი ფანჯარას.

ახლაც თმები მებურძგება იმ სასტიკ სანახაობაზე.

სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით,ჩოჩქოლით,გაონავრებული,

გაძალიანებული...

აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად, მაგრამ მუნჯად...

პერანგა ქალი უკუღმა შეესვათ ვირზე...

ახლაც მაგონდება იმ ქალის კუნთების თრთოლა. ეტყობოდა, სციოდა და სტკიოდა, სცხელოდა და იგმირებოდა. ალბათ, ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა კი ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი!

იმწამს იგი ათთჯერ მოკვდა და ისევ ათჯერ ძალით აცოცხლებდნენ!..

... მოჰყავდათ სოფლის წამებული, თითქოს დედოფალი მოჰყავთო, და მთელი მისი ამალა გამხდარიყო.

თრთოდნენ ქალის ანგელოზური მხრები და ბრბო კი ტალახსა და საქონლის

ფუნას ესროდა თეთრ პერანგზე, რომელსაც თანდათან თავისი ფერი ეკარგებოდა.

არც ერთი ხმა...

არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირველი...

მაგრამ სიჩუმე საზარლდ ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს.

წამებული ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს იქით, სიცოცხლის გადაღმაა, და ამ წამის ტანჯვას არცა ჰგრძნობსო და უცბად, როცა მოსახვევში შეუხვია პროცესიამ, მაშინ ვიცანი ის ქალი!

ჩვენი მარიტა! მინაცრებული, გამტკნარებული. მარიტა ყოფილიყო! მაისის გამონაყოფი მარიტა!

დედაჩემი სულ კანკალებდა, თვალებზე ცრემლი ჩამოსდიოდა. გაოგნებულს თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა! ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!

იმ საშინელი დღის შემდეგ გაუკაცრავებული, დამცრობილი მარიტა აღარავის სჩვენებია!

მარიტა მოკვდა სოფლისთვის!

თითქოს სადღაც უჩინრად გარდაიხვეწა...

ყველა უხერხულობდა მარიტას სახელის ხსენებას. ბავშვიც კი შეყოყმანდებოდა ხოლმე, ხოლო თუკი ენაზე მოადგებოდაეს სახელი, ენის ტარზევე შეირჩენდა და არც კი წარმოთქვამდა...

ჩუმად იყვნენ მარიტას ნამეგობრალებიც... ყველა მიხვდა თავის შეცდომასა და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი დანაშაული...

გულგაგმირული გედია გადაიხვეწა ყაზახში, თათრებში, და იქვე მოეღო ბოლო უსაშველო დარდით, თავზე ხელაღებული ვიღაცას შემოჰკვდომია.

სოფელმა იგრძნო თავის ნამხეცარი, ნაპირუტყვალი! აწყენინა თავის საუკეთესო შვილს, უმანკოს და უნაკლულოდ პატიოსან ადამიანს!

მარიტა ზეზეურად დადნა და სულო მალე უთმქელი სევდით გადავიდა თეთერის ქვეყანაში!

გაიგო რა მისი ცოდვის მზიდველმა სოფელმა მარიტას სიკვდილი, საშინლად იტკივილა! მთელი სოფელი მოჯარდა მარიტას ეზოში.

მარიტას უხრწნელი სილამაზე __მთვარის საშუბლე, პიტალო ვეწრცხლური სახე, დამარმარებული ყელი, __ სიკვდილშიც კი მომხიბლაობდა!

სოფელმა ზღვიერის ცრებლით დაიტირა თავისი მზეჯავარა. კუ7ბოსთან ყველა წყაროსავით იღვრებოდა.

მხოლოდ გულჯავრიანი ციციკორე ამაყი და გაძაგრული იდგა. ჩაღრუბლული, მძიმე ფიქრებში შესული, განა შემნანე, ხან ყავარჯენს დაებჯინებოდა, თითქოს სასტიკი მზერით ამოწმებდა, მართლა მოკვდა თუ არაო? საოცარი იყო, ციციკორე მარიტას სიცოცხლის ხელყოფელი, სოფლის ამტირებელი, სულაც არ იტანჯებოდა, მას მართალი ეგონა თავი! მან ხომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა, სირცხვილი არავის შეარჩინა! მხოლოდ ნორჩი, „გაუხარელი“ ქალი ენანებოდა, როგორც ადამიანს და თვითვე: უკვირდა თავისი ძალა და გავლენა:

__სად დავკარი და სად გავარდაო!

„გამაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნაღველითა“ ვხოვრებამ... ბედმა...__შეეძლო გაემეორებინა მარიტას.

გლოვის კვამლით სოფელი გაშავდა..

სოფელს თავისი თამარ დედოფალი მოუკვდა... ხეებიც კი სტიროდნენ...

სამარის პირად, როცა დადგა უკანასკნელი წუთები გამოთხოვებისა და მიწის მიყრისა, იმ წამს, კუბოსთან მიჯრილმა მარიტას შეურაცხმყოფელმა ხალხმა, ახლა შეშინებულმა, უეცრივ უკან დაიხია, თითქოს ამაზე სხვა რამ უფრო საზარი დაინახა, კინაღამ ერთმანეთი გადათელეს და გათქერეს... რადგან ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ ღვთიურ სილამაზეს. ვერავინ... ვერავინ...

თვით უშიშარმა დოლენჯიმ ბიჯიც ვერ წადგა, რომ მისაყრელი მიწა პეშვით აეღო გასაყრელად.

იდგა ხალხი ფა გულამომჯდარი ქვითინებდა.

ბოლოს, ისეევ ციციკორემ გამოიყვანა ხალხი ბურანიდან.

ისიც ფეხის ბორძიკით მივიდა კუბოსთან, დაიღუნა, აიღო ერთი მუჭა მიწა და კუბოს მიაყარა...

უცბად ასწვდა ნიჩაბს და წავიდა მიწა ხრიალ-ხრიალით.

ეშველა ხალხს. გულს ეფონა... თორემ ცრემლი დაახრჩობდა!

კლდეთა ამონაყარ მიწაში ჩასვენდა მარიტა.

მიწას არ შერცხვა, მაგრამ ბალახი მიწაში ჩაძვრა სირცხვილით.

უცბათ მზე გაჩაღდა, აბრიალდა, თითქოს მისი ნაწილი მარიტა მასვე შეუერთდაო.

მარიტას სიკვდილმა,როგორც ხალხა იტყოდა, -მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა...

ხალხური ლექსი იტყოდა:მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!

იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, -მარიტა მოდისო!

საიქიოში ოქროს სკამიმიართვესო,დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე:ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ!

იეაო ქრისტემ კი ხელმანდილი მამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მადრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლას გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო...

მთელი წელიწადი უწვიმარი იყო... ყანები ჩაიწვა. ვენახები გადახმა. ყანწი ვერავინ გაასველა!

დაშრა ჭური და საწნახელი!

ამ უბედურებას მარიტას უსამართლო სიკვდილს აბრალებდნენ, რომ სოფელმა უბრალოდ გასწირა მარიტა!

მახსოვს; დიდხანს იყო ამაზე მითქმა -მოთქმა, საუბარი. მერე ვიღას გვეცალა?!

Категория: ელ-წიგნები | Просмотров: 1583 | Добавил: beka1beka | Дата: 2009-05-21 | Комментарии (0)

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

1839



ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

1833/1836


წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...
თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?
მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.



Категория: ელ-წიგნები | Просмотров: 3591890 | Добавил: beka1beka | Дата: 2009-01-18 | Комментарии (0)

365მიზეზი იმისთვის რომ დალიო:
1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.
2 იანვარი - ბედობა
3 იანვარი - მთვარის ახალი წელი (ლიტვა).
4 იანვარი - ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.
5 იანვარი - მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება.
6 იანვარი - მგლების დღე (ესპანეთი).
7 იანვარი - იუპიტერის აღმოჩენა(გალილეო გალილეი).
8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე.
9 იანვარი - სრულყოფილების დღე (იაპონია).
10 იანვარი - ვუდუს დღე (ბენინი).
11 იანვარი - მსოფლიო დღე “მადლობთ”.
12 იანვარი - ლომების დღე (კენია).
13 იანვარი - ძველით ახალი წლის წინა დღე.
14 იანვარი - ძველით ახალი წელი.
15 იანვარი - ხეების დარგვის დღე (იორდანია).
16 იანვარი - საერთაშორისო დღე “The Beatles”.
17 იანვარი - ტვალეტის ჩასარეცხი დაპატენტების დღე (1861).
18 იანვარი - მუშების დღე.
19 იანვარი - ნათლისღება.
20 იანვარი - ავტონომიური რესუბლიკა კრემის დღე (უკრაინა).
21 იანვარი - ჩახუტების საერთაშორისო დღე
22 იანვარი - ბაბუების(პაპების) დღე (პოლონეთი).
23 იანვარი - როკ-ჯგუფ «ДДТ»-ს პირველი დებიუტი როკ-კლუბში (1987).
24 იანვარი - ინგლიში ჩამოყალიბდა სკაუტთა პირვველი ჯგუფი (1907)
25 იანვარი - სიშიშვლის დღე (ომანი).
26 იანვარი - საპოჟნიკის საერთაშორისო დღე.
27 იანვარი - ბანანების დღესასწაული (ვიეტნამი).
28 იანვარი - ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღე.
29 იანვარი - ავტომობილის გამოგონების დღე.
30 იანვარი - დაზარალებულების დახმარების დღე.
31 იანვარი - არაყის დაბადების დღე. ამ დღეს დაიცვა მენდელევმა დისერტაცია “არაყისა და სპირდის შეერთებაზე”.

—————————————–
1 თებერვალი - თავისუფლების ნაციონალური დღე (აშშ).
2 თებერვალი - ულვაშების საერთაშორისო დღე (ლაოსი).
3 თებერვალი - გმირების დღე (მოსამბიკი).
4 თებერვალი - ახალი წელი ჩინური კალენდრით.
5 თებერვალი – ცხენის ნალის გამოგონების დღე.
6 თებერვალი - ბობ მარლის დღე (იამაიკა).
7 თებერვალი – ღორების დღე.
8 თებერვალი - რუსი მეცნიერების დღე.
9 თებერვალი - სტომატოლოგების დღე.
10 თებერვალი - დიპლომატების დღე.
11 თებერვალი - ავადმყოფების საერთაშორისო დღე.
12 თებერვალი - აეროპორტის დღე (რუსეთი).
13 თებერვალი - იუნსაო სანათურების დღესასწაული (იაპონია).
14 თებერვალი - ჭმინდა ვალენტინის დღე - შეყვარებულების დღე.
15 თებერვალი - რევნილების დღე.
16 თებერვალი - კიმ ჩემ ირას დღე.
17 თებერვალი - სარასვატი ვასანტ პაჩამის დღე (ინდოეთი).
18 თებერვალი - საგზაო პოლიციის დღე.
19 თებერვალი - დღესასწაულის დღე (ზიმბაბვე).
20 თებერვალი - დედამიწის ორბიტალზე საერთო სადგურის «მირის» გაშვების დღე.
21 თებერვალი - პრეზიდენტის დღე (აშშ).
22 თებერვალი - კრიმინალისგან დაზარალებულების დღე.
23 თებერვალი - სახალხო დამცველის დღე.
24 თებერვალი - ლატარიის დღე.პირველი ლატარია გათამაშდა ქალაქ ბრიუჟეში(ბელგია) 1446 წელს.
25 თებერვალი - სულელების დღე.
26 თებერვალი - მარტინიანას დღე - ვნების მომთვინიერებელი.
27 თებერვალი – ოჯახის დღე.
28 თებერვალი - დრაკონის დღესასწაული (ჩინეთი).

————————————————————————————-
1 მარტი - თავდაცვის დღე.
2 მარტი - გამოჩნდა პირველი CD დისკები (1983).
3 მარტი - მწერლების დღე. დედის დღე.
4 მარტი - არჩევნების დღე.
5 მარტი – სტეპლერის დაბადების დღე. დაპატენტდა ინგლისში (1860)
6 მარტი - გაზეთ “Пионерская правда” გამოსვლის პირველი დღე.
7 მარტი - გიჟების დღე (ზაირი).
8 მარტი - ქალების საერთაშორისო დღე.
9 მარტი - ამერიგო ვესპუჩის დღე (აშშ).
10 მარტი - არქივების დღე (რუსეთი).
11 მარტი - ჩექმის დაბადების დღე
12 მარტი - ანიმატორების დღე.
13 მარტი - თანამეგობრობის დღეа (დიდი ბრიტანეთი).
14 მარტი - მარსის საპატივცემულო დღე (ძველი რომი).
15 მარტი - მომხმარებლების დაცვის დღე.
16 მარტი - ცოდნი დღე (რუსეთი).
17 მარტი - წმინდა პატრიკის დღე (ირლანდია).
18 მარტი - კრიმინალური პოლიციის დღე.
19 მარტი - მეზღვაურების-მყვინთავების დღე (რუსეთი).
20 მარტი - საოპერო ორკესტრის დღე (ავსტრია).
21 მარტი - მიწინს საერთაშორისო დღე.
22 მარტი - წყალქვეშა რესურსების საერთაშორისო დღე.
23 მარტი - საერთაშორისო მეტეოროლოგიური დღე.
24 მარტი - ახალგაზრდების საერთაშორისო დღე.
25 მარტი - სიკვდილით დასჯის დღე (ზიმბაბვე).
26 მარტი - გაზაფხულის დღესასწაული (ინდოეთი).
27 მარტი - თეატრის საერთაშორისო დღე.
28 მარტი - ყინულის დღე (კანადა).
29 მარტი - ახალგაზრდობის დღე (ტაივანი).
30 მარტი - ჰაიმენ ლიპმენი აპატენტებს ფანქარს ბოლოში მიმაგრებული საშლელით.
31 მარტი - ავტომობილ “მერსედესის” შექმნის დღე(1901).

————————————————————————————————————-
1 აპრილი - ტყულის დღე (საქართველო).
2 აპრილი - საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე.
3 აპრილი – პალმების დღესასწაული (იამაიკა).
4 აპრილი - პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღე.
5 აპრილი - სისუფთავის დღე (ჩინეთი).
6 აპრილი - ტრამვაის დაბადების დღე (რუსეთი).
7 აპრილი - ჯანმრთელობის დღე.
8 აპრილი - ციგნების საერთაშორისო დღე.
9 აპრილი - 9 აპრილის ტრაგედია.
10 აპრილი - წინააღმდეგობის გაწევის საერთაშორისო დღე.
11 აპრილი - მუზეომის დღე.
12 აპრილი - ავიაციის და კოსმონავტების დღე.
13 აპრილი - როკ-ენ-როლის დღე.
14 აპრილი - ახალი წელი (ლაოსი).
15 აპრილი - რადიო ელექტრიების დღე.
16 აპრილი - მეცნიერების საერთაშორისო დღე.
17 აპრილი - ვნებიანი კვირეული.
18 აპრილი - ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე.
19 აპრილი - გაუნათლებლობის დღე (ვიეტნამი).
20 აპრილი - ცისა და ოკეანეების ღმერთის მაცუს დღე (ჩინეთი).
21 აპრილი - რომის შექმნის დღე.
22 აპრილი - დედამიწის დღე.
23 აპრილი - ველოსიპედის დღე.
24 აპრილი - ინდაურის დღე.
25 აპრილი - იტალიის ფაშიზმისგან განთავისუფლების დღე.
26 აპრილი - მდივნის საერთაშორისო დღე.
27 აპრილი - მსუქნების დღე.
28 აპრილი – ჭიანჭველების დღე (კენია)
29 აპრილი - ცეკვის საერთაშორისო დღე.
30 აპრილი - მეხანძრეების დღე.

—————————————————————————————————–
1 მაისი - მელოტების დღე (ლიხტენშტეინი).
2 მაისი - მშობლების საერთაშორისო დღე.
3 მაისი - მზის საერთაშორისო დღე.
4 მაისი - დასვენების დღე (იაპონია).
5 მაისი - ევროპის დღე.
6 მაისი - გამარჯვების დღე.
7 მაისი - რადიოს დღე.
8 მაისი - წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე.
9 მაისი - გამარჯვების დღე (დენ პაბედი).
10 მაისი - რუსეთი დუმის პირველი სხდომა (1906).
11 მაისი - თევზაობის ბოლო დღე (ესპანეთი).
12 მაისი - მედდები დღე.
13 მაისი - ნავების ფესტივალი. თბილისის “დინამომ” უეფას თასი მოიგო.
14 მაისი - აშშ-ში დაპატენტდა “სგუშონი” (1853).
15 მაისი - ოჯახის საერთაშორისო დღე.
16 მაისი - სპიდით დაღუპულების მოსახსენებელი დღე.
17 მაისი - ტელეკომნიკაციების დღე.
18 მაისი - ცირკის საერთაშორისო დღე.
19 მაისი - პიონერების დღე.
20 მაისი - მეტროლოგების დღე.
21 მაისი - უმუშევრების დაცვის დღე.
22 მაისი - ღიპის დღე.
23 მაისი - ბუდას დაბადების დღე.
24 მაისი - სლავური დამწერლობის დღე.
25 მაისი - ფილოლოგების დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლოსბის დღე. დედის დღე (პოლონეთი).
27 მაისი - ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღე.
28 მაისი - მესაზღვრეების დღე.
29 მაისი - გაზაფხულის დღე (დიდი ბრიტანეთი).
30 მაისი - გუბერნატორების დღე (ესპანეთი).
31 მაისი - ოპიუმის დღე.

———————————————————————————————————————
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე.
2 ივნისი – გრაფ კალიოსტროს დაბადების დღე (1743).
3 ივნისი - დამარილებული თევზის დღე (ნიდერლანდები).
4 ივნისი - მღებავების დღე.
5 ივნისი - ღრუბლების დღე (იაპონია).
6 ივნისი - პუშკინის დღე (რუსეთი).
7 ივნისი - ბრუკს სტივენსის დაბადების დღე,  «Harley-Davidson» გამომგონებელი(1911).
8 ივნისი - ოკეანის საერთაშორისო დღე.
9 ივნისი - ომში დაღუპულების დღე (ისრაელი).
10 ივნისი - პარიზში პირველად გაიხსნა ზოოპარკი (1793).
11 ივნისი - ამერიკაში პატრულირება დაიწყეს პოლიციის მანქანებმა.
12 ივნისი - პირველი ციხის აშენების დღე.
13 ივნისი - იდიოტების დღე (ნორვეგია).
14 ივნისი - ამერიკის ნაციონალური დროსი დღე.
15 ივნისი – გულაობის საერთაშორისო დღე.
16 ივნისი – ყვავების დღე (ინდოეთი).
17 ივნისი - ბორკილების დაბადების დღე.
18 ივნისი - სასწრაფო სამსახურების დღე.
19 ივნისი - ბოტლის დაბადების დღე.
20 ივნისი - ფეხის გულების დღე (ზიმბაბვე).
21 ივნისი - ყვავილების საერთაშორისო დღე.
22 ივნისი - ზაფხულის მზის მდგომარეობის დღე.
23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე.
24 ივნისი - გამომგონებლების დრე.
25 ივნისი - მაღაროელების დღე.
26 ივნისი - ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
27 ივნისი - თევზაობის დღე.
28 ივნისი – ტრუსების დაბადების დღე.
29 ივნისი - პრემიების დღე (ხორვატია).
30 ივნისი - სასკოლო ფორმის დაბადების დღე.

————————————————————————————————————–
1 ივლისი - არქიტექტორის საერთაშორისო დღე
2 ივლისი - საზღვაო ფლოტის მეძღვაურთა დღე.
3 ივლისი - “ფანრის” დაბადების დღე.
4 ივლისი - დამოუკიდებლობის დღე (აშშ).
5 ივლისი - სახრახნისის დაბადების დღე.
6 ივლისი – ამერიკული დოლარის დაბადების დღე $ (1785).
7 ივლისი - მატარებლის დღე.
8 ივლისი - წითელი მზის დღესასწაული (მაროკო).
9 ივლისი - მეთევზის დღე.
10 ივლისი - ფოსტის დღე.
11 ივლისი - მოსახლების საერთაშორისო დღე.
12 ივლისი - სტოარდესას დღე.
13 ივლისი - ჯაშუშების დღე.
14 ივლისი - ბასტილიის აღების დღე (საფრანგეთი).
15 ივლისი - ნასკის დაბადების დღე.
16 ივლისი - მეტალურგების დღე.
17 ივლისი - მსუქნების დღესასწაული (ვიეტნამი).
18 ივლისი - მუშაობის დღე (ესპანეთი).
19 ივლისი - ფერმერების დღე (აშშ).
20 ივლისი - ჭადრაკის საერთაშორისო დღე.
21 ივლისი - პირველი ნაბიჯი მთვარეზე, რომელიც გადადგა ლუის ამსტრონგმა (США).
22 ივლისი - პარიზში გაიმართა პირველი ავტომობილებით რბოლა (1894).
23 ივლისი - ვაჭრების დღე.
24 ივლისი - ქოლგის დაბადების დღე.
25 ივლისი - მწერლების დღე (ჩინეთი).
26 ივლისი - შეჯიბრი სპილოების ფეხბურთში (ინდოეთი).
27 ივლისი - გამოიწვა პირველი აგური.
28 ივლისი - სისტემური ადმინისტრატორის საერთაშორისო დღე.
29 ივლისი - ჰალსტუხის დაბადების დღე.
30 ივლისი - ჩიტების დღე (ინდოეთი).
31 ივლისი - ამერიკელმა ასტრონავტებმა შეასრულეს პირველი გაფრენა მთვარეზე (1971).

—————————————————————————————————————-
1 აგვისტო - პურის დღე
2 აგვისტო - საჰაერო დესანტების დღე.
3 აგვისტო - ნიუ-იორკის რადიოში პირველად გამოიყენეს ხმის ეფექტი: ორი ხის ნაჭერით განასახიერეს კარის დახურვა (1922).
4 აგვისტო – შამპანიურის დაბადების დღე (1693).
5 აგვისტო - სერპინგის დღე (იამაიკა).
6 აგვისტო - საგზაომშენებელის დღე.
7 აგვისტო - პარიკმახელების დღე.
8 აგვისტო - უნიტაზის დაპატენტების დღე.
9 აგვისტო - მსოპლიო ხალხების დღე.
10 აგვისტო - ნიუტონის თავზე ვაშლის დაცემის დღე.
11 აგვისტო - “კალგოტკის” დაბადების დღე.
12 აგვისტო - ჩვილების დღე.
13 აგვისტო - ლოგინის დაბადების დღე.
14 აგვისტო - მშენებელის დღე.
15 აგვისტო - არქეოლოგების საერთაშორისო დღე.
16 აგვისტო- ელვის პრესლის მოსახსენებელი დღე (აშშ).
17 აგვისტო - ჩამოყალიბდა ინვალიდების კავშირი .
18 აგვისტო - ებრაელმა მოქალაქემ არყის ბოთლის გადაყლაპვა დააპირა და ყელში გაეჭედა.
19 აგვისტო - ვაშლის დღე.
20 აგვისტო - პირველად გატიტვლდა ადამიანი კამერების წინ.
21 აგვისტო - გამოიგონეს “კადილაკი” (1902).
22 აგვისტო - სექსუალურ თამაშებში გამოჩნდა ახალი “სათამაშო”-ბორკილები.
23 აგვისტო - ჩაფხუტის დაბადების დღე.
24 აგვისტო – პიცის დღესასწაული (იტალია).
25 აგვისტო - მეთიუ უებმა პირველმა გადაცურა ლა-მანშის არხი.
26 აგვისტო - დიასახლისების დღე (აშშ).
27 აგვისტო - ფილმის დღე.
28 აგვისო -  სპეცნაზის დღე
29 აგვისტო - პირველად გაიხსნა ალუმინის ქილაში კოკა-კოლა.
30 აგვისტო – ნორვეგიაში სიცილისგან კაცი გარდაიცვალა.
31 აგვისტო - ძაღლმა მემკვიდრეობით მიიღო 5 მილიონი დოლარი.

———————————
1 სექტემბერი - ცოდნის დღე.
2 სექტემბერი - ტაქსისტების დღე.
3 სექტემბერი - ტერორიზმთან ბრძოლის დღე.
4 სექტემბერი - ტელევიზროში გავიდა პირველი გადაცემა “რა? სად? როდის?”.
5 სექტემბერი - ნაგვის ურნის დაბადების დღე.
6 სექტემბერი - ლომებმა ზიმბაბვეს წინამძღოლი შეჭამეს.
7 სექტემბერი - ქათმების ფესტივალი (ვიეტნამი).
8 სექტემბერი - ჟურნალისტების დღე.
9 სექტემბერი - სილამაზის საერთაშორისო დღე.
10 სექტემბერი – ბრჩხილების ფესტივალი (ბუნგარეთი).
11 სექტემბერი - ახალი წელი (ეთიოპია).
12 სექტემბერი - დაიჭირეს ბანკების მძარცველი ბებია.
13 სექტემბერი - გამოიგონეს კალმისტარი.
14 სექტემბერი - სანიტარული სამსახურების დღე.
15 სექტემბერი - თმის საღებავის დაბადების დღე.
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე.
17 სექტემბერი - მსოფლიოში პირველი იაღოველი გამოჩნდა.
18 სექტემბერი - ესტონეთში გაიხსნა პირველი სუპერმარკეტი
19 სექტემბერი – პირველი ინდიელი, რომელიც პარიზის პარკში ატრაქციონებზე დაჯდა.
20 სექტემბერი - უთოს დაბადების დღე.
21 სექტემბერი - პირველი ნახტომი პარაშუტით.
22 სექტემბერი - ეს დღე გამოცხადებული იქნდა პირველ რევოლუციურ დღედ ფრანგული კალენდრით(1792).
23 სექტემბერი - შემოდგომის დღესასწაული.
24 სექტემბერი – მანქანათმშენებლების დღე.
25 სექტემბერი - ზღვის საერთაშორისო დღე.
26 სექტემბერი - ევროპული ენების დღე.
27 სექტემბერი - ტურიზმის საერთაშორისო დღე.
28 სექტემბერი - ატომზე მომუშავე მეცნიერების დღე.
29 სექტემბერი - თარჯიმნის საერთაშორისო დღე.
30 სექტემბერი - ინტერნეტის საერთაშორისო დღე.

—————————————————————————————————————–
1 ოქტომბერი - მუსიკის საერთაშორისო დღე.
2 ოქტომბერი - საცხოვრებლის საერთაშორისო დღე.
3 ოქტომბერი - მოხუცების საერთაშორისო დღე.
4 ოქტომბერი - ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე
5 ოქტომბერი - მასწავლებლების დღე.
6 ოქტომბერი - რუსეთ-თურქეთის ომის დასაწყისი.
7 ოქტომბერი - ახალი წელი (გამბია).
8 ოქტომბერი - პირველად შეიქმნდა ამერიკის საფონდო ბირჟა(1896).
9 ოქტომბერი - კონვერტის დაბადების დღე.
10 ოქტომბერი - ფსიქიურად დაავადებულების დღე.
11 ოქტომბერი - სტიქიების შემცირების და თავდაცვის საერთაშორისო დღე.
12 ოქტომბერი - ინგლისელმა ტურისტმა სამგზავრო გემი თავის თავთან ერთად ჩაძირა.
13 ოქტომბერი - გრინვიჩი დამტკიცებული იქნდა, როგორც ნულოვანი მერიდიანის ადგილმდებარეობა (1884).
14 ოქტომბერი - ვირების დღესასწაული (უგანდა).
15 ოქტომბერი - სურსათ-პროდუქტებზე მომუშავეთა დღე.
16 ოქტომბერი - სიამოვნების საერთაშორისო დღე.
17 ოქტომბერი - ნარკოტიკების განადგურების საერთაშორისო დღე.
18 ოქტომბერი - ალიასკის დღე (აშშ).
19 ოქტომბერი - ჯონ ადამსის დაბადების დღე (აშშ).
20 ოქტომბერი - გოგრის დღე.
21 ოქტომბერი - რევოლუციის დღე (სომალი).
22 ოქტომბერი - თხევადი საფნის დაბადების დღე.
23 ოქტომბერი – რეკლამაზე მომუშავეთა დღე.
24 ოქტომბერი - გაერთიანებული ნაციის საერთაშორისო დღე.
25 ოქტომბერი - საპოჟნიკის დღე.
26 ოქტომბერი - მიწის დაკანონების დღე.
27 ოქტომბერი - კბილის ჯაგრისის დაბადების დღე.
28 ოქტომბერი - შოკოლადის დაბადების დღე.
29 ოქტომბერი - ქრისტოფერ კოლუმბის დაბადების დღე.
30 ოქტომბერი - პოლიტიკურ რეპრესიებში დაღუპულების მოსახსენებელი დღე.
31 ოქტომბერი - ჰელოუვინი (აშშ).

————————————
1 ნოემბერი - კელკურ ახალი წელი.
2 ნოემბერი - საჰაერო ბურთის დაბადების დღე.
3 ნოემბერი – საღეჭი რეზინის დაბადების დღე.
4 ნოემბერი - სააკაშვილის აქციების პერიოდი.
5 ნოემბერი - მუსიკის დღე (ჩინეთი).
6 ნოემბერი - “ტანგა” ტრუსიკის დაბადების დღე.
7 ნოემბერი - სააკაშვილმა დაარბია აქცია.
8 ნოემბერი - პირველად გავიდა ტელევიზიაში «КВН» (1961).
9 ნოემბერი - ფაშიზმის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე.
10 ნოემბერი - პოლიციის დღე.
11 ნოემბერი - კოქტეილის დაბადების დღე.
12 ნოემბერი - ბანკის თანამშრომელთა დღე.
13 ნოემბერი - უსინათლოთა საერთაშორისო დღე.
14 ნოემბერი - დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
15 ნოემბერი - გენიოსების საერთაშორისო დღე.
16 ნოემბერი - სუეცის არხის გახსნა.
17 ნოემბერი - სტუდენტების საერთაშორისო დღე.
18 ნოემბერი - ახალი წელი (იემენი).
19 ნოემბერი - მონაკოს ნაციონალური დღე.
20 ნოემბერი - ბებიების დღე.
21 ნოემბერი - მისალმების საერთაშორისო დღე.
22 ნოემბერი - ტარზანის დაბადების დღე (1886).
23 ნოემბერი - ნოემბრის ფესტივალი (ინდოეთი).
24 ნოემბერი - ასანთის დაბადების დღე.
25 ნოემბერი - ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე.
26 ნოემბერი - დედების დღე (რუსეთი).
27 ნოემბერი - პასპორტის დღე.
28 ნოემბერი - ყვავილების დღე (იაპონია).
29 ნოემბერი - დალაქების დღე (აშშ).
30 ნოემბერი - კბილის პასტის დაბადების დღე.

——————————–
1 დეკემბერი - სპიდთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
2 დეკემბერი - მონობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
3 დეკემბერი - ინვალიდების საერთაშორისო დღე.
4 დეკემბერი - თოვლის პაპასთან საჩუქრების დასაბარებელი დღე.
5 დეკემბერი - პირველი ზანგი ანტრაქტიდაზე.
6 დეკემბერი – აირღუმელის დაბადების დღე (პატენტი გაიცა 1945 წელს).
7 დეკემბერი - სამოქალაქო ავიაციის დღე.
8 დეკემბერი - ზარმაცების დღე.
9 დეკემბერიя - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
10 დეკემბერი - ფეხბურთის საერთაშორისო დღე.
11 დეკემბერი - საბავშვო გადაცემების საერთაშორისო დღე.
12 დეკემბერი - კარების დაბადების დღე.
13 დეკემბერი - პიონერთა ყელსაბამების დაბადების დღე (1957).
14 დეკემბერი - პამიდვრის ევროპაში შემოტანის დღე.
15 დეკემბერი - ბანანის აღმოჩენის დღე.
16 დეკემბერი - ყრუ-მუნჯების დღე.
17 დეკემბერი - წვეულებების დღე.
18 დეკემბერი - ემიგრანტების საერთაშორისო დღე.
19 დეკემბერი - წმინდა ნიკოლოზის დღე.
20 დეკემბერი - კალგოტკის დაბადების დღე.
21 დეკემბერი - ზამთრის მძის მდგომარეობის დღე.
22 დეკემბერი - ენერგეტიკის დღე.
23 დეკემბერი - სანტაკლაუსის სამოსის დაბადების დღე.
24 დეკემბერი - ფასდაკლების დღე.
25 დეკემბერი - ევროპული დღესასწაული-ხანუკა.
26 დეკემბერი - საჩუქრების დღე.
27 დეკემბერი - ირმების დღე.
28 დეკემბერი - სარეჭი რეზინის გამოგონების დღე (აშშ).
29 დეკემბერი - ბიოლოგიის საერთაშორისო დღე.
30 დეკემბერი - სტომატოლოგების დღე.
31 დეკემბერი - ძველი ნივთების გადაყრის დღე (იტალია)

Категория: ელ-წიგნები | Просмотров: 1616 | Добавил: beka1beka | Дата: 2008-09-03 | Комментарии (0)

 
აქ ნახავთ 10 საუკეთესო მოსამზადებელ მასალას TOEFL-ის ნებისმიერი კურსის ჩასაბარებლად. წერითი ვარიანტი (PBT), კომპიუტერული (CBT) და ინტერნეტით (IBT). 
ერთ ლინკად

არქივში თავმოყრილია შემდეგი მასალა:
1) Longman Preparation Course for the TOEFL® Test: Next Generation (IBT)
2) ელ-წიგნი იმის შესახბე თუ როგორ უნდა მოვემზადოთ გამოცდისათვის
3) Princeton Review: Cracking the TOEFL iBT
4) The Complete Guide to the TOEFL Test iBt 2007 Edition
5) TOEFL Paper-and-Pencil
6) How to Prepare for the T.O.E.F.L.: Test of English As a Foreign Language
7) The Official Guide to the New TOEFL iBT
8) Hackers TOEFL iBT Edition Listening CD
9) Kaplan TOEFL iBT
10) LANGMaster TOEFL
Категория: ელ-წიგნები | Просмотров: 1417 | Добавил: beka1beka | Дата: 2008-06-09 | Комментарии (1)

 
 
 
 
ილია ჭავჭავაძის სამართლებრივ–პოლიტიკური შეხედულებები და სამართლის ფილოსოფია
( დემოკრატიის ქართული ნიმუში) 
 
 
Категория: ელ-წიგნები | Просмотров: 1241 | Добавил: beka1beka | Дата: 2008-05-02 | Комментарии (4)

 
 
გადმოწერა


ილია ჭავჭავაძე
ქვათა ღაღადი
თბილისი
1994
«სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი» ილია ჭავჭავაძის
პოლემიკურ-პუბლიცისტური ნაშრომია. პირველად დაიბეჭდა
გაზეთ «ივერიაში» 1899 წელს გაგრძელებებით და
იმავე წელს გამოიცა ცალკე წიგნად. მოგვიანებით იგი
რუსულ ენაზეც დაისტამბა.
«ქვათა ღაღადის» ცალკე წიგნად ხელახალი გამოცემა
გამართლებულია იმით, რომ ნაშრომში განხილული
საუკუნის წინანდელი პრობლემები დღესაც აქტუალურია.
რადაქტორი
თენგიზ სანიკიძე
გამომცემლები:
დალი გვიჩიანი,
მზია მხეიძე,
ბუბა კუდავა


ქვათა ღაღადი
«ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს»...
რუსთაველი
ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ანუ ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა
დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.
ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპიელს თუ რუსს - საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთა რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც “თვისის სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას”, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახნოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.
სახელის გატეხას თქვენი ჭირიმც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზვღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია(ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც “ვრაცები” ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს “ვრაციები” ვითარცა ერი არაფრად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტისა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარა-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ თუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.
ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.
რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.
ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისას შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას: როგორ
ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ.
ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათმყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსნება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას.
ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან, რომ ერის სახელით წინათვე მოიბირებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და, მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებელს შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში. ყოველ ამით ჰსურთ შვილდისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან.
მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია - ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა - და ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩარობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა ჰღაღადებს მხოლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული და განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილი გული უბრალო გლეხკაცისაც. “კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა”, ან: “ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ჰღირს მკვეხარი”[1], - განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?
სამწუხაროდ ჩვენდა, ამ ჭკვიანურ ანდაზის სიბრძნემდე ჯერ აქამომდე ვერ მიუღწევია იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქებადიდებას სომხებისას საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან. სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს. ამისთანაებში, თუნდაც გადაჭარბება, სხვისათვის უწყინარი და
უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არ გვშურს. პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი. შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, - სხვას ჩემზე მეტი რად აქვსო, ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
ამიტომაც ჩვენ ქება-დიდებას სომხებისას საბუთებს არ გამოვუჩხრეკთ, თუნდაც ცალიერი ბაქიობა იყოს. თუ საქებ-სადიდებელი აქვთ რამე, ღმერთმა შეარჩინოთ. თუ არა აქვთ, ღმერთმა მისცეთ. ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვაბათილებს და სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.
დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდილ არიან უნიღაბოდ, უფერ-მარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ დავგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკეებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოაწავებსო და ლიბერალობის შეგნებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.
ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნუმუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯარება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველის ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, - იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ ასტეხს, - განა უწმინდაესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა, რომელიც-კი მას შეუძენია და დიდი ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა...
...ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა. საბუთიანს. მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის. რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბაძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი - მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი. “უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება”.
Категория: ელ-წიგნები | Просмотров: 1460 | Добавил: beka1beka | Дата: 2008-05-02 | Комментарии (1)

« 1 2 3 4 5 »
Login form
ომხმარებელი:
კოდი:

music

Our poll
როგორი საიტია?
სულ ხმები: 312

ფილმები
HTML clipboard